სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა ექსელში

სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა ექსელში

Share this post

Share on facebook
Share on linkedin
Share on twitter
Share on email

სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას მიეთითება:

ა) გრაფაში „ორგანიზაციის დასახელება“– ორგანიზაციის/დაწესებულების სრული დასახელება;

ბ) გრაფაში „სტრუქტურული ერთეული“ – ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის/ დანაყოფის/ქვედანაყოფის, როგორიცაა დეპარტამენტი, სამსახური, სამმართველო და ა.შ. სრული დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) გრაფაში „შედგენის თარიღი“ – პასუხისმგებელი პირის მიერ სამუშაო დროის აღიცხვის ფორმის შედგენის თარიღი;

დ) გრაფაში „საანგარიშო პერიოდი (-დან, -მდე)“ – საანგარიშო პერიოდის დაწყებისა და დასრულების თარიღები;

ე) გრაფაში „საიდენტიფიკაციო კოდი“ – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული უნიკალური და მუდმივი საიდენტიფიკაციო ნომერი;

ვ) გრაფაში 1 – რიგითი ნომერი;

ზ) გრაფაში 2 – დასაქმებულის გვარი, სახელი, თანამდებობა (სპეციალობა, პროფესია);

თ) გრაფაში 3 – პირადი ნომერი ან ტაბელის ნომერი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

ი) გრაფებში 4 და 6 – საანგარიშო პერიოდში/თვის განმავლობაში აღნიშვნები სამუშაოზე გამოცხადების/არგამოცხადების შესახებ თარიღების მიხედვით შესაბამისად თვის პირველ და მეორე ნახევარში;

კ) გრაფებში 5 და 7 – შესაბამისი თვის პირველ და მეორე ნახევარში ნამუშევარი საათების ჯამი;

ლ) გრაფაში 8 – თვის განმავლობაში ნამუშევარ დღეთა ჯამური რაოდენობა;

მ) გრაფაში 9 – თვის განმავლობაში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ნ) გრაფაში 10 – თვის განმავლობაში ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ო) გრაფაში 11 – თვის განმავლობაში ღამით (22.00-დან 6.00-მდე პერიოდი) ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

პ) გრაფაში 12 – თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

ჟ) გრაფაში 13 – თვის განმავლობაში სხვა 10-12 გრაფებისგან განსხვავებული, მათ შორის დისტანციურად ნამუშევარი საათების ჯამური რაოდენობა;

რ) გრაფაში 14 – თვის განმავლობაში დროებითი შრომისუუნარობის პერიოდის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის ორსულობისა და მშობიარობის გამო შვებულების (საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის) პერიოდი;

ს) გრაფაში 15 – თვის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების პერიოდი;

ტ) გრაფაში 16 – ანაზღაურების გარეშე შვებულებაში ყოფნის დღეთა ჯამური რაოდენობა, მათ შორის, ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურების გარეშე შვებულების პერიოდი;

უ) გრაფაში 17 – თვის განმავლობაში სხვა 14-16 გრაფებისგან განსხვავებული გაცდენილი დღეების/საათების ჯამური რაოდენობა;

ფ) გრაფაში 18 – თვის განმავლობაში დასვენების, უქმე დღეების ჯამური რაოდენობა;

ქ) გრაფაში „პასუხისმგებელი პირი“ – დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის წარმოებაზე/შევსებაზე პასუხისმგებელი პირის თანამდებობა და ხელმოწერა;

ღ) გრაფაში „ორგანიზაციის/სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი“ - ორგანიზაციის/სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა, ხელმოწერა და თარიღი.

2. იმ შეთხვევაში, თუ ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი და შევსებაზე პასუხისმგებელი პირი ერთი და იგივე პირია, სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმა დასტურდება ორგანიზაციის/სტუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ხელმოწერით.

3. ერთი და იგივე დასაქმებულის მიერ ერთსა და იმავე ორგანიზაციაში/დაწესებულებაში ან ამ ორგანიზაციის/დაწესებულების ერთსა და იმავე სტრუქტურულ ერთეულში ორ სხვადასხვა თანამდებობაზე (სპეციალობით, პროფესიით) დასაქმების შემთხვევაში (შეთავსებით სამუშაო), სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმაში მონაცემები შეიტანება ცალ-ცალკე თვითოეულ თანამდებობაზე (სპეციალობით, პროფესიით) ნამუშევარი საათების გათვალისწინებით.

4. სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმის შევსებისას გამოიყენება შემდეგი პირობითი აღნიშვნები:

ა) „გ“ – გაცდენა;

ბ) „ს/ფ“ – საავადმყოფო ფურცელი;

გ) „შ“ – ანაზღაურებადი შვებულება;

დ) „უხ/შ“ – შვებულება ანაზღაურების გარეშე;

ე) „X“ – დასვენების და უქმე დღეები.

შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, დამსაქმებლები ვალდებულნი არიან , აღრიცხონ დასაქმებულის სამუშაო საათები,  აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით  ნეთ სითი  გთავაზობთ  ონლაინ პლატფორმას, რომლის მეშვეობითაც მარტივად შეძლებთ ადმინისტრაციული  პროცესების მართვას., ზედმეტი  ძალისხმევის გარეშე აღრიცხავთ  თანამშრომლების  სამუშაო საათებს, შექმნით სასურველ განრიგებს და მარტივად მოახდენთ  კანონით მოთხოვნილ თანამშრომელთა ნამუშევარი დროის რეპორტების გენერირებას.

აღრიცხვის  წარმოება  მატერიალური  ფორმით  დამეთანხმებით  მეტ  ძალისხმევას და ადამიანურ  რესურსს  მოითხოვს.,  დამსაქმებლებს, რომლებსაც  არ  ჰყავთ  კონკრეტული  ფუნქციების  შემსრულებელები  თანამშრომლები,  მათ  დასჭირდებათ  აღნიშნულ  საქმეზე  გამოყონ  ახალი  კადრი,  რათა  ხელით  მოხდეს  თანამშრომლების  სამუშაო  დროის  აღრიცხვის  წარმოება.

აღნიშნული სისტემით სარგებლობა გაგიმარტივებთ ბიზნესის მართვას პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით.   სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილი ტაბელის შესავსებად დამსაქმებელი ვალდებულია 18-გრაფიანი დოკუმენტი შეავსოს ზუსტად და სწორად, სადაც უნდა გაიწეროს თანამშრომლის სამუშაო დროის დაწყება, დასრულება, ზეგანაკვეთური სამუშაო დრო, შვებულება, ავადმყოფობის გამო გაცდენილი დღეები  და ყველა სხვა დანარჩენი პუნქტები. მოგეხსენებათ, აღნიშნული ინფორმაციის გენერირება ერთ დოკუმენტში და მისი მატერიალური წესით, ხელით შეყვანა  დიდ დროს და ძალისხმევას მოითხოვს და არც ისე მარტივია., რისთვისაც კომპანიას მოუწევს დამატებითი კადრის გამოყოფა.  ზემოთ აღნიშნული დოკუმენტის ფორმირება ელექტრონულად შესაძლებელია ჩვენი პროგრამული სისტემის მეშვეობით. ყველა ინფორმაცია სისტემაში აისახება წამის სიზუსტით რაც ერთიან სურათს ქმნის ყოველი თანამშრომლის დასწრების შესახებ.

გამოიყენეთ  კანონმდებლობით  სავალდებულო  ფორმები,  ინფორმაციის მარტივად ექსპორტი  ექსელის და PDF ფორმატებში

მარტივად მოხდება  დასწრების  ტაბელის  გენერირება და ექსპორტი ექსელის ფორმატში , სადაც  გამოიყოფა  ნორმირებული  სამუშაო საათების რაოდენობა, დღის და ღამის პერიოდში, ზეგანაკვეთური სამუშაო, შვებულება, დეკრეტი, საავადმყოფოს ფურცელი, გაცდენილი საათების რაოდენობა და სხვ.

იმ შემთხვევაში თუ თანამშრომლები დააფიქსირებენ მოსვლის და წასვლის დროს აღნიშნული ინფორმაციები თვის ბოლოს ავტომატურად გადაიტანება აღნიშნულ ექსელის ფორმატში, რაც მოგცემთ შესაძლებლობას დაზოგოთ დრო და ძალისხმევა.

Other Post

HR-ადმინისტრების ონლაინ პლათფორმა,თანამშრომლების დასწრების სისტემა.
აკადემია

HR-ადმინისტრების ონლაინ პლათფორმა,თანამშრომლების დასწრების სისტემა.

HR პლატფორმის საშუალებით,სრული სიზუსტის დაცვით მიიღეთ რეგულაციების მიხედვით საჭირო რეპორტები: თანამშრომლის მოსვლა-წასვლა, ნამუშევარი საათები, ნებისმიერი დღის/თვის ჭრილში, ზეგანაკვეთური სამუშაო, შვებულება, დისტანციური სამუშაო, ბიულეტენი, მივლინება და ა.შ.

რატომ უნდა გამოვიყენოთ კომპანიაში თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა?!
აკადემია

რატომ უნდა გამოვიყენოთ კომპანიაში თანამშრომელთა სამუშაო დროის აღრიცხვის სისტემა?!

შრომის კოდექსიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედ ყველა დამსაქმებელს თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაო საათების ზუსტი აღრიცხვა ევალება. ელექტრონული აღრიცხვის სისტემები ამ პროცესს უფრო ამარტივებს.